პოსტები სოციალური ქსელიდან

იუსტიციის მინისტრი დროებითი მთავრობის პირველ სხდომას არ დასწრებია

Nusagi

იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი დროებითი მთავრობის პირველ სხდომას არ დასწრებია.

ოფიციალური ინფორმაციით, თეა წულუკიანი რამდენიმე დღით ქალაქიდან არის გასული, თუმცა უცნობია აქვს თუ არა ოფიციალური შვებულება დაწერილი.

მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით პირველ სხდომას იუსტიციის სამინისტროდან მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. სარჯველაძემ არ დააკონკრეტა, რატომ არ იყო წულუკიანი სხდომაზე.

სამთავრობო ცვლილებების ფონზე, მედიაში საუბრობენ იმის შესახებ დარჩება თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბახტაძის საბოლოო მინისტრთა კაბინეტში. უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ღიად აცხადებს, რომ წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა მისი კოლეგებისა და თანაგუნდელების ნაწილი ჭიჭინაძის მოსაზრებას არ ეთანხმება. ამასთან, 24 ივნისს თანამდებობა დატოვა თეა წულუკიანის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურა დღეს წარადგინა, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდება.

საქართველოს პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: