სოციალური ქსელები და მედია

თეა წულუკიანი 9 ივლისამდე შვებულებაში გავიდა

Nusagi

იუსტიციის სამინისტრო მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრი 9 ივლისამდე შვებულებაში გავიდა.

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა შვებულება ჯერ კიდევ ყოფილ პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს რამდენიმე თვის წინ შეუთანხმა, მოგვიანებით კი ახალ პრემიერმინისტრსაც აცნობა.

“ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული მრავალი კითხვის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება შვებულებაში შვილთან და მეუღლესთან ერთად და სამინისტროს დაუბრუნდება 9 ივლისს. მოცემული შვებულება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იქნა შეთანხმებული პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მინისტრის ივლის-აგვისტოს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე.

შვებულების შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, 9 ივლისს, 14 საათზე, მინისტრი გახსნის საზოგადოებრივ ცენტრს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში”, –წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,441 ნახვა
%d bloggers like this: