რუსთავის ავტობანზე სატვირთო მანქანის ნაწილი ხიდის ქვეშ გაიჭედა. ვიდეო

რუსთავში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტობანზე მდებარე ერთ-ერთი ხიდის ქვეშ ვერ გაეტია და სატვირთოს ნაწილი მოძვრა. მანქანის ძარა ამ დრომდე ხიდის ქვეშ არის გაჭედილი. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მანქანის მძღოლის თქმით, ის სახელოსნოდან მოდიოდა, სადაც მანქანის ელექტროობასთან დაკავშირებით პრობლემის გამო იყო. მიმავალმა მანქანაში სხვა ღილაკს დააჭირა, მაგრამ სატვირთოს ძარაზე გადავიდა კონტაქტი, აიწია ეს ნაწილი, რის გამოც მანქანა ხიდის ქვეშ ვეღარ გაეტია.

Facebook Comments

ახალი დადებული