სერგი კაპანაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსეთის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა

Nusagi

კაპანაძის თქმით, არ არიან შეყვანილი “ეფ-ეს-ბეს“ ადგილზე არსებული “გერეუს“ და ზოგადად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც კაპანაძის განცხადებით, პირდაპირ აკონტროლებენ და, ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებელნი არიან არა მარტო დანაშაულის ჩადენაზე, არამედ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაზე.

“არც ერთი ასეთი ადამიანი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” არ მოხვდა. ჩვენ, “ევროპული საქართველო” გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ ამ სიაში, მეორე მხრივ, ამ სიამ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში. ჩვენი კონკრეტული ძალისხმევით ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მოწოდება ევროკავშირის ქვეყნებისადმი, რომ მათ ამ სიაში მყოფი ადამიანები შეიყვანონ თავიანთ სანქცირებულ ადამიანთა სიაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს სიას და განავრცოს ის. შეიყვანოს მასში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ეს პასუხისმგებლობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის დღეს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ სიის შედგენისას უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოავლინა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: