გიორგი აბდალაძე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, გახმაურებული „ფოტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი ფიგურანტია, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. აბდალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, გენერალური პროკურორის პოსტზე მხარი დაუჭირონ ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურას. მისი თქმით, ეს ის ადამიანია, რომლის ხელმძღვანელობითაც გაიხსნა წინა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა საქმეები.

„რა დროს ფეხბურთია. დღეს ყველა იმ ადამიანმა ვინც წინა ხელისუფლების პერიოდში საკუთარ ტყავზე იგრძნო უკანონობა, რაც ხდებოდა, ყველამ ამოიღეთ ხმა და არ დაუშვათ, რომ ადეიშვილის კადრები მოვიდნენ პროკურატურაში. ყველა ჩვენგანის საქმე ერთი კაცის ხელმძღვანელობით გაიხსნა და ყველას ვთხოვ, მხარი დავუჭიროთ ი რ ა კ ლ ი  ნ ა დ ა რ ე ი შ ვ ი ლ ს გენერალურ პროკურორად
თხოვნაა ყველამ გააზიაროთ“-წერს გიორგი აბდალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული