Uncategorized

ნათია მიქელაძე: სამინისტროებში ყველა პროფესიონალი დარჩება

Nusagi

მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ნათია მიქელაძე სამინისტროების გაერთიანების პროცესებს განმარტავს და ამბობს, რომ თანამშრომლების თანამდებობრივი ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გათვალისწინებით განხორციელდება. ამის შესახებ 1tv წერს.

როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა პროფესიონალი თავის ადგილს შეინარჩუნებს, რადგან სახელმწიფოსთვის მათი რესურსის გამოყენება ღირებულია.

„ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა მმართველობის ყველა დონეზე იგეგმება. სამინისტროების გაერთიანება ამის ნაწილია და შერწყმის მიზანი ეფექტიანობის, ოპერატიულობისა და კოორდინაციის გაზრდაა, რაც გვესახება, რომ სამინისტროების გაერთიანების გზით უფრო განხორციელებადია“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისი განმარტებით, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მმართველობითი ხარჯი მშპ-სთან მიმართებაში 3,9 პროცენტზე მაღალი არ უნდა იყოს, რაც ყველა აღმასრულებელი უწყების ხარჯების ოპტიმიზაციას გულისხმობს.

დღესვე ცნობილი გახდა გაერთიანებულ სამინისტროების ახალი სახელწოდებები.

მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებები შემდეგნაირად გადანაწილდა: სასჯელაღასრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს უერთდება. დევნილთა სამინისტროს ფუნქციები ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებზე გადანაწილდება.

სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შემდეგ ქვეყანას აღარც კულტურისა და სპორტის სამინისტრო ექნება. ეს უწყება განათლების სამინისტროს შემადგენლობაში გადადის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროდან სივრცითი მოწყობის კომპონენტი დაემატება. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს უერთდება რელიგიის სააგენტო.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 26 ივნისს წარადგინა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,157 ნახვა
%d bloggers like this: