საზოგადოება

სასაფლაობის დატბორვის გამო ხელვაჩაურში მოქალაქეებმა ჰესის შესასვლელი გადაკეტეს

Nusagi

კირნათისა და მარადიდის მოსახლეობამ, ხელვაჩაურში ”კირნათი ჰესთან” მისასვლელი გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტა. ადგილზე ასამდე ადგილობრივია შეკრებილი. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია წერს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელში მცხოვრებ 17-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება. მათი თქმით, წყლის დონის მატების გამო, საკარმიდამო ნაკვეთები და სასაფლაოები პერიოდულად იტბორება. ისინი განსახლებისთვის კომპენსაციას ითხოვენ.

ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჰესს კომპანია „აჭარენერჯი 2007“ 4 წელია აშენებს.

საკომპენსაციო თანხის შესახებ, კომპანიასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. თუმცა ნაწილთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.

ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფება. მისი ინფორმაციით, შესაძლოა აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც მივიდეს.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,244 ნახვა
%d bloggers like this: