რუსეთმა “ფანტასტიკურად იმუშავა”, რათა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი კარგად ორგანიზებული ყოფილიყო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
“ჩემ შვილს უყვარს ფეხბურთი და მოსწონს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყურება. მათ მართლა ფანტასტიკურად იმუშავეს, იმისათვის, რომ ჩემპიონატი კარგად ჩატარებულიყო. მიმზიდველია ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა ფეხბურთი გულშემატკივარი”, – თქვა ტრამპმა.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო და 15 ივლისამდე გასტანს.
საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.
Facebook Comments