სოციალური ქსელები და მედია

ქუჩის ბიჭების” წევრ ირაკლი ნოზაძის საქმეზე დაკავებულ თამთა ჯანჯღავას ბრალს დღეს წაუყენებენ

Nusagi

,,ქუჩის ბიჭების” წევრ ირაკლი ნოზაძის საქმეზე დაკავებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატის ავთანდილ ბუაძის განცხადებით, ფიზიკური ძალადობა დაწყებული იყო დაზარალებულის მხრიდან.

„რეალური ვარაუდია იმისა, დადგინდეს, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება. ფიზიკური ძალადობა დაწყებული იქნა დაზარალებულის მხრიდან“,-განაცხადა ადვოკატმა და აქვე დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეს მყოფი განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მათ სავარაუდოდ ბრალს დღეს წაუყენებენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,013 ნახვა
%d bloggers like this: