Advertisements

შავი რაინდი, უცნაური ობიექტი, რომელიც 50 წელია, დედამიწის ორბიტაზე ბრუნავს და არავინ იცის, რა არის

ზოგიერთი შეთქმულების თეორეტიკოსის მიხედვით, თანამგზავრი „შავი რაინდი“, რომელიც 50 წელია დედამიწის ორბიტაზე ბრუნავს, დაახლოებით 13000 წელს ითვლის. ის  არაატმოსფერული წარმოშობისაა და დედამიწის ირგვლივ კვაზიპოლარულ ორბიტაზე ბრუნავს.

Nusagi

ზოგიერთი კრიტიკოსი და მეცნიერი მას შეთქმულების თეორიას მიაწერს, „მითის ერთ არათანმიმდევრულ და შეუსაბამო ნაწილს” …

ისტორია 1954 წელს იღებს სათავეს, როდესაც გაზეთებმა, მათ შორის ქალაქ სენტ ლუისის  Post Dispatch-მა და სან ფრანცისკოს Examiner-მა გამოაქვეყნეს ისტორიები, რომლებიც მიეკუთვნებოდა საზღვაო ავიაციის გადამდგარ მაიორს და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარს, დონალდ კეიჰუს. იგი აცხადებდა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებმა დედამიწის ორბიტაზე ორი თანამგზავრის მოძრაობა დააფიქსირეს.

იმ დროისთვის თანამგზავრის გაშვების ტექნოლოგია არავის არ ჰქონდა. 1960 წლის თებერვალში TIME-მა კიდევ ერთი მტკიცებულება გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ აშშ-ს საზღვაო ძალებმა აღმოაჩინეს მუქი ობიექტი, რომელიც საბჭოთა მზვერავ თანამგზავრად მიიჩნიეს, ორბიტაზე, რომელიც გადახრილი იყო 79 °-ით ეკვატორიდან, 104.5 წუთი ორბიტალური პერიოდით. მისი ორბიტა ასევე უაღრესად ექსცენტრიული იყო, უკიდურესი წერტილით 1,728 კმ და მხოლოდ 216 კმ პერიგეით. ამავე დროს, საზღვაო ძალები უთვალთვალებდნენ ფრაგმენტს გაშვებული Discoverer VIII სატელიტიდან, რომელსაც იგივე ორბიტა გააჩნია და მიჩნეულია, რომ არის მიტოვებული ამერიკული თანამგზავრი, რომელსაც გზა აებნა.

ამოუცნობ თანამგზავრზე უამრავი რამ ითქვა და სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხი.

საინტერესოა, რომ 1954 წლის 23 აგვისტოს ტექნოლოგიურმა ჟურნალმა Aviation Week and Space Technology-მ დაბეჭდა თანამგზავრ შავი რაინდის ისტორია. პუბლიკაციამ  პენტაგონი აღაშფოთა,  რომელიც ცდილობდა ინფორმაცია საიდუმლოდ შეენახა ….

როგორც  THE VINTAGE NEWS  წერს, 1950 წელს ტელესკოპმა ჩაიჭირა შავ რაინდად წოდებული თანამგზავრი, რომელიც დედამიწის ორბიტაზე აუხსნელი, უცნაური ობიექტია. მსოფლიოს სამონიტორინგო სააგენტოების მიხედვით, შავი რაინდი რადიო სიგნალებს 50 წელია გადასცემს.

ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ამ “ამოუცნობი კოსმოსური ობიექტის“ მიმართ. გამოცემის ცნობით, ჭორები დადის, რომ ნიკოლა ტესლა იყო პირველი ადამიანი, ვინც „დაიჭირა“ ამ უცნაური სატელიტის სიგნალი 1899 წელს კოლორადო სპრინგსში, მაღალი ძაბვის რადიო მოწყობილობის აგების შემდეგ და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რაც დაემართა ტესლას.

შავი რაინდის არსებობა წარმოადგენს აღრეულ, სრულიად დაუკავშირებელ ისტორიებს; უჩვეულო მეცნიერული დაკვირვებების შესახებ ცნობებს, სადაც ავტორები უცნაურ იდეებს ავითარებენ საიდუმლო ჯაშუშ თანამგზავრებზე. ეს ელემენტები დაქუცმაცდა, ერთმანეთში აირია და ინტერნეტში ერთ არათანმიმდევრულ და შეუსაბამო მითად მოიხარშა.

დღეს, ამ თანამგზავრის არსებობის შესახებ ბევრ ახსნას გვთავაზობენ; ნამსხვრევებიდან დაწყებული ჰალუცინაციებით და უცხო პლანეტელებით დამთავრებული. შესაძლოა ეს მართლაც იყოს მხოლოდ ნამსხვრევები. თუმცა, რაც ნამდვილად გარკვეულია დღემდე, არის ის, რომ თანამგზავრი კვლავ იწვევს დაპირისპირებას, როდესაც მას მოიხსენიებენ და იმედგაცრუება ამ დრომდე გრძელდება.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული