ირმა ინაშვილი: 100-ზე მეტი ქალი შიმშილობს და ბოდიშის მოხდას ითხოვს

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი და პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ეს წუთია გამოვედი რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულებიდან. შევხვდი 100-ზე მეტ ქალს, რომელიც შიმშილობს და ბოდიშის მოხდას ითხოვს ადამიანის უფლებათა ცენტრის მხრიდან, რომელმაც მათ შესახებ, პატიმრების საჯარო განმარტებით, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა . პირდაპირ ეთერს ჩავრთავ და ადგილიდან მოგიყვებით“,-წერს ირმა ინაშვილი.

ყოფილი პატიმარი თეა სირაძე ამბობს, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პატიმრებს ბუქნების გაკეთებას სთხოვენ და დამამცირებელ პროცედურებს უტარებენ, სრული სიცრუეა.

Facebook Comments

ახალი დადებული