მოსკოვში მექსიკელებს ლენინის მავზოლეუმთან „მკვდრების დღის“ კარნავალი არ ჩაატარებინეს

მექსიკური კარნავალი “მკვდრების დღე”, რომლის ჩატარებასაც 29 ივნისს მოსკოვში, წითელ მოედანზე აპირებდნენ, გააუქმეს. ამის შესახებ გამოცემა “ეხო მოსკვის” ჟურნალისტმა განაცხადა, რომელიც ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების გულშემატკივრების სახლში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა უცნობი მაღალჩინოსნებისგან მიიღეს. წითელ მოედანზე აღლუმი უნდა გამართულიყო, რომლის მონაწილეები ჩაიცვამდნენ სულებისა და ჩონჩხის ფორმებს.

“მკვდრების დღის” გაუქმებას მოსკოვში “კომუნისტური” პარტია ითხოვდა. მისი ხელძღვანელი მაქსიმ სურაიკინი აცხადებდა, რომ დღესასწაულს შესაძლოა კონფლიქტი წარმოეშვა მექსიკელებსა და რუსებს შორის, რადგან წითელი მოედანი “რუსი პატრიოტების წმინდა ადგილია”.

სოციალურ ქსელში კი პირიქით, “მკვდრების დღის” აღნიშვნა იმ მოედანზე, სადაც პროლეტარების ბელადის ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმი მდებარეობს, სავსებით ლოგიკურად მიიჩნიეს.

Facebook Comments

ახალი დადებული