პოსტები სოციალური ქსელიდან

ფაშფაშა კუბელი ქალი მოიშიშვლებს ბარძაყებს და შეხვეულ სიგარას ამ ბარძაყებზე ააგორებს და ჩამოაგორებს

Nusagi

,,მეგობარი მიყვებოდა – 90 იან წლებში კუბაში მომიწია ყოფნაო,მასპინძლებმა ჰავანაში წაგვიყვანეს ყველაზე საუკე თესო ხარისხის სიგარების დამამზადებელ ფაბრიკაშიო და მთელი ტექნოლოგიური ციკლი დაგვათვალიერებინესო, სიგარის დამზადების პროცესის ბოლო აკორდმა მომნუსხაო, ფაშფაშა მაგრამ სიმპატიური კუბელი ქალი ხელის ლამაზი მოძრაობით უცებ მოიშიშვლებს ბარძაყებს და უკვე შეხვეულ სიგარას ამ ბარძაყებზე ააგორებს და ჩამოაგორებსო. კუბური სიგარის სურნელთა მრავალფეროვანი გამა ამ სურნელის გარეშე არაფერიაო. მოდი და ნუ გაგახსენდება მურმანის სტრიქონები:
“ვიწექ რომელიღაც ბალახს
უცბად – ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა –
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, – ცისფრის ანუ თეთრის, –
სუნი – საზოგადოდ ქალის,
სუნი – საზოგადოდ მდედრის…
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს – შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო”

უყურე შენ კუბელებს რა დახვეწილი გემოვნება ქონიათ. ქალის სურნელის გარეშე სიგარაც ვერ მზადდება თურმე.”-წერს  ზურაბ შარეიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: