დორის დეიმ საკუთარი ვაჟიშვილი ჩარლზ მენსონისგან სიკვდილს გადაარჩინა

Jan. 1, 2011 - SYLVIA NORRIS/ 1971.TERRY MELCHER AND DORIS DAY.TERRYMELCHERRETRO.DORISDAYRETRO(Credit Image: © Globe Photos/ZUMAPRESS.com) TERRY MELCHER RETRO Globe Photos 20110101_gaf_g49_170071.jpg 20110101_gaf_g49_170071.jpg Globe Photos

ახალი წიგნის მიხედვით, რომელიც მალე გამოვა, ცნობილმა მსახიობმა და მომღერალმა დორის დეიმ მისი ვაჟი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელისგან სიკვდილს გადაარჩინა.

დორის დეიმ, რომელიც ახლა 96  წლისაა,   მისი ერთადერთი შვილი, მუსიკალური პროდიუსერი ტერი მელქერი 1969 წელს აიძულა დაეცალა ნაქირავები სახლი კალიფორნიაში, ბენედიქტ კანიონში და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. ეს მოხდა მენსონის ბანდის მიერ, რომან პოლანსკის მეუღლის, ჰოლივუდის მსახიობ შერონ ტეიტის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, წერს თავის მემუარულ წიგნში Beach Boys–ის ვოკალისტი მაიკ ლავი.

ლავი წიგნში “კარგი ვიბრაცია”, იხსენებს თავის მეგობრის, მელქერის ურთიერთობის დეტალებს, საუკუნის ყველაზე საშიშ სერიულ მკვლელთან, ჩარლზ მენსონთან . წიგნი მაღაზიის დახლებზე 2016 წელს გამოჩნდა. ავტორის  თქმით, ბენდის წევრის, დენის ვილსონის “აუხსნელმა” მეგობრობამ მენსონთან ეს უკანასკნელი Beach Boys–ის სხვა წევრებთანაც დააკავშირა, მათ შორის – მელქერთან.

ცოტა ხანში მენსონმა მელქერთან და ვილსონთან ერთად დაიწყო სიარული სხვადასხვა წვეულებებზე. “მენსონიც იმყოფებოდა მანქანაში,როდესაც დენისმა ტერი მის ნაქირავებ სახლთან ჩამოსვა ბენედიქტ კანიონის ტერიტორიაზე”, წერს ლავი და აღნიშნავს, რომ მელქერი იმ დროს სახლში მის მაშინდელ შეყვარებულთან, მსახიობ ქენდის ბერგენთან ერთად ცხოვრობდა.

1969 წელს, მელქერი უფრო დაუახლოვდა მენსონს და მის სახლშიც დადიოდა, წერს ლავი. მელქერმა, რომელსაც არ მოეწონა მენსონის სასიმღერო მონაცემები, მას ნათლად აგრძნობინა, რომ   კარიერულ წინსვლაში არ დაეხმარებოდა. “მენსონმა ეს ვერ აიტანა”, წერს ლავი თავის მემუარებში. “ბრაზისგან შეპყრობილმა და კორუმპირებული საზოგადოების მიმართ შურისძიებით აღვსილმა, დაარწმუნა თავის მიმდევრები, რომ აპოკალიფსი ახლოვდებოდა , რომლის ბოლოსაც მას და მის მოსწავლეებს უნდა გაემარჯვათ”.

მენსონმა თავის პირველ მსხვერპლად 10050 Cielo Drive–ის მოსახლეები აარჩია. თუმცა, მელქერი სახლიდან 1969 წლის იანვარში დედის, დორის დეის დაჟინებული თხოვნით, მის კუთვნილ სახლში გადავიდა.  დორის დეი  ცნობილია ისეთი კლასიკური ფილმებით, როგორიცაა Calamity Jane და Pillow Talk. ლავი წერს, რომ „ეს ნაბიჯი არ იყო შემთხვევითი. ტერი – დორისის ერთადერთი შვილი, ძალიან ახლოს იყო დედასთან. მან უამბო დედას მენსონის და ზოგიერთი მისი საშინელი საქციელის შესახებ. დედამ დაუყოვნებლივ სახლიდან სხვაგან გადასვლა ურჩია”.

შვიდი თვის შემდეგ, 1969 წლის 9 აგვისტოს, მენსონის “ოჯახის” რამდენიმე წევრმა 8 თვის ფეხმძიმე მსახიობი შერონ ტეიტი და კიდევ ოთხი პირი გამოასალმეს სიცოცხლეს 10050 Cielo Drive–ზე. შემდეგ ღამეს კი, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, როზმარი და ლენო ლა ბიანკები საკუთარ სახლში მოკლეს. „დეის დაჟინებული მოთხოვნა რომ არა, სავარაუდოდ მელქერი ახლა მკვდარი იქნებოდა. რას ნიშნავს დედის ინტუიცია. ალბათ ამან გადაარჩინა იგი სიკვდილს”, წერს ლავი.

ტერი მელქერი 2004 წელს, მელანომასთან ბრძოლაში დამარცხდა და 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთადერთი შვილის სიკვდილის შემდეგ დორის დეი სახლში გამოიკეტა და მას შემდეგ, საზოგადოებაში არასდროს გამოჩენილა.

Facebook Comments

ახალი დადებული