ირაკლი ნოზაძის დაკითხვა დასრულდა, ადვოკატის კომენტარი

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ანსამბლ „ქუჩის ბიჭების “ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის დაკითხვა დასრულდა. კლინიკის ეზოში ადვოკატმა ნიკა სადრაძემ ჟურნალიტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ირაკლი ნოზაძე სასწაულებრივად არის გადარჩენილი.

ადვოკატი ამბობს, რომ ირაკლი ნოზაძემ გამოძიებას დეტალურად მოუყვა, რა მოხდა მისი დაჭრის დღეს. ნიკა სადრაძის თქმით, ნოზაძე კატეგორიულად გამორიცხავს ნარკოტიკების თემას და აცხადებს, რომ დაჭრა ვალის გამო მოხდა.

„დილით გამოართვა ფული საღამომდე, მაგრამ დაბრუნება ვერ შეძლო, კონფლიქტი სწორედ ამის გამო მოხდა. მის მიმართ განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება და ბრალდება ვალდებულია, დაადგინოს, ვინ არის დამნაშავე. კითხვები იყო დასმული, თუ ვინ მიაყენა დაზიანებები და რა იყო ამის მიზეზი”,-განაცხადა ირაკლი ნოზაძის ადვოკატმა.

Facebook Comments

ახალი დადებული