მეცნიერება

მოქმედებს თუ არა ბოტოქსი ადამიანის განწყობაზე

ამერიკელი დერმატოლოგები უკვე ბოლო 5 წელია ამტკიცებენ, რომ კლასიკური ბოტოქქსი ნაოჭების კორექციის ჩარჩოებს გასცდა და მას უკვე შაკიკის პროფილაქტიკისთვის, ჭარბი ოფლიანობისა და კლინიკური დეპრესიის წინააღმდეგაც იყენებენ.

როგორ მუშაობს ეს? სახის გამომეტყველებას პირდაპირ შეუძლია ჩვენს ემოციებზე იმოქმედოს- ღიმილი ადამიანს აიძულებს, თავი უფრო ბედნიერად იგრძნოს, მოღუშული წარბები კი – მოიწყონოს და გაბრაზდეს.

მთავარი ჰიპოტეზა იმაში მდგომარეობს, რომ იმ კუნთების პარალიზებისას, რომლებიც მოქმედებაში მოდის, როცა „იბღვირებით“, ბოტოქსი ტვინთან ბიოლოგიურ უკუკავშირს წყვეტს . სხვანაირად რომ ვთქვათ, თქვენ უბრალოდ, აღარ გინდათ გაბრაზება.

თუმცა ეს არ არის ყველასთვის პანაცეა. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანები, რომლებიც თავიდანვე არ იყვნენ დათრგუნულები, ბოტოქსის ინექციის შემდეგ, საკუთარ თავს  განწყობის გაუმჯობესებას ვერ ატყობენ.

 

 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni