საზოგადოება

ნატალია ხოხიაშვილი-„ადამიანის უფლებათა ცენტრის” საპასუხო განცხადება ცინიკურია

Nusagi

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი  ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობის აქციას ეხმაურება. ნატალია ხოხიაშვილი აცხადებს, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ და სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება, რეალურად კი კვლევა არც კი ჩატარებულა ჩატარებულა.

„ ორგანიზაციებს ცოტა დაფიქრება გვმართებს, როცა რაღაც თემაზე ვაქვეყნებთ ანგარიშს და ორმაგად უნდა დავფიქრდეთ, თუ ეს ანგარიში ისეთ სენსიტიურ თემას ეხება, როგორიცაა პენიტენციალური დაწესებულება. 2012 წლის შემდეგ ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ხალხისთვის. სამწუხაროა, როცა ანგარიშს აქვეყნებს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიცაა „ადამიანის უფლებათა ცენტრი” და ასევე სახალხო დამცველის აპარატი. მსგავსი ანგარიში რამდენიმე წლის წინ სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა, მაშინ ხელმძღვანელი იყო უჩა ნანუაშვილი, დღეს კი იგივე ანგარიში უკვე მისმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის აპარატს აქვს უფლება შეუზღუდავად შევიდეს და მონიტორინგი ჩაატაროს ციხეებში და რატომ გადასცა ეს უფლება ნანუაშვილმა თავის ორგანიზაციას? თუ შედიხარ, მაშინ რეალური სურათი მაინც გამოიტანე. დაფიქრდნენ მაინც იმ ოჯახებზე, ვისაც მსჯავრდებულები ჰყავთ? ან თავად მსჯავრდებულებზე? ან ვინ გამოკითხეს? არც ერთი მსჯავრდებული არ ადასტურებს გამოკითხვის პროცესს. დღეს საკმაოდ მშვიდი ვითარებიდან მივიღეთ მდგომარეობა, როცა 100-ზე მეტი მსჯავრდებული, რომლებიც დაუზუსტებელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო არიან შეურაცხყოფილები, შიმშილობენ და ბოდიშის მოხდას ითხოვენ“,-აცხადებს ნატალია ხოხიაშვილი და დასძენს, რომ ანგარიშის ავტორებმა საზოგადოებას და მსჯავრდებულების ოჯახებს ბოდიში უნდა მოუხადონ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას შესაძლოა, რაღაც სხვა მიზანი ჰქონდეს.

„კეთილი ინებონ და მათ, მათ ოჯახებს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ. ყველაფერი წესრიგშიაო, არავინ ამტკიცებს, მაგრამ განსხვავებას ვერ ხედავთ? სამინისტრო, მინისტრი, მოადგილეები მუდმივად მზად არიან ყველა პრობლემაზე ჩვენთან ერთად იმუშაონ და აღმოფხვრან. ამ დროს რომ ასეთ დეზინფორმაციას გაავრცელებ, ამას სხვა სუნი უდის და რეალურად პრობლემის გადაჭრასთან საერთო არაფერი აქვს”-აცხადებს ნატალია ხოხიაშვილი და აღნიშნავს, რომ პასუხი, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის “ წარმომადგენელის საპასუხო განცხადება ცინიკური იყო.

ნატალია ხოხიაშვილი ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას კვლავ გეგმავს.

შეგახსენებთ,  „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შემოწმების მიზნით, ქალების სრული გაშიშვლება და შინაგანი შემოწმება ხდება.

ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  საპროტესტო წერილს ხელი 150-მა მსჯავრდებულმა მოაწერა ისინი ანგარიშის შინაარსს პატიმართა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ და ავტორებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. თუმცა „ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი და ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ნესტან ლონდარიძე, რომელიც ბოლო დროს საზოგადოებამ გაიცნო როგორც  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატი, ინფორმაციას პატიმრების შიმშილობის შესახებ ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ მათ უკან შესაძლოა ვიღაც იდგეს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,433 ნახვა
%d bloggers like this: