საზოგადოება

ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე 109 ქალი შიმშილობს

Nusagi

ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  შიმშილობა გრძელდება. 40 მოშიმშილეს კიდევ 69 შეუერთდა და ახლა მათი რაოდენობა 109 გახდა. ისინი „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის ანგარიშს აპროტესტებენ. ინფორმაციას საჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს.

ანგარიშის თანახმად, დაწესებულებაში, შემოწმების მიზნით, ქალებს ისევ აშიშვლებენ. დაწესებულებაში საპროტესტო წერილი დაიწერა, რომელსაც ხელს 150 მსჯავრდებული აწერს. ისინი ანგარიშის შინაარსს პატიმართა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ და ავტორებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

ანგარიშს არც სასჯელაღსრულების სამინისტროში ეთანხმებიან. სამინისტროს განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღეს მოქმედი შემოწმების პროცედურა სრულად შეესაბამება საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს.

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,326,969 ნახვა
%d bloggers like this: