უცხოური მედია

ბრიტანელმა მინისტრებმა დედოფლის გარდაცვალების საიდუმლო რეპეტიციაში მიიღეს მონაწილეობა 

Nusagi

ბრიტანეთში, მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების საიდუმლო რეპეტიციაში. ამის შესახებ The Times იუწყება.

გამოცემის ცნობით, ღონისძიება გასულ კვირას ჩატარდა. მონაწილეებს შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრის მოადგილე დევიდ ლიდინგტონი, შს მინისტრი საჯიდ ჯავიდი, თემთა პალატის ლიდერი (პარლამენტის ქვედა პალატა) ანდრეა ლედსომი და შოტლანდიის საქმეთა მინისტრი დევიდ მანდელი.

პოლიტიკოსებმა რეპეტიცია გაიარეს 10 დღიანი ეროვნული გლოვისთვის, კერძოდ, დაამუშავეს დედოფლის სიკვდილის შემდგომი მოქმედებები, ასევე მინისტრებმა განიხილეს, თუ როდის უნდა გამოვიდეს პრემიერი სიტყვით, რათა ხალხს მომხდარის შესახებ აცნობოს.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ ერთგვარი სწავლება კავშირში არ არის მიმდინარე რაიმე მოვლენასთან, თუმცა 28 ივნისს ელისაბედ მეორე, შეუძლოდ ყოფნის გამო, ლონდონში წმინდა პავლეს ტაძარში საკვირაო მსახურებას ვერ დაესწრო.

დედოფალმა 21 აპრილს 91 წლის იუბილე აღნიშნა. 2017 წლის თებერვალში ის ბრიტანეთის ისტორიაში პირველი მონარქი გახდა, რომელმაც 65 წელი იმეფა.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,013 ნახვა
%d bloggers like this: