უცხოური მედია

თურქეთში სერიალების პავილიონები დაიწვა

Nusagi

თურქეთში, სტამბულში, Beykoz-ის დასახლებაში დაიწვა ფეხსაცმლის ყოფილი ქარხანა, სადაც ბოლო დროს პოპულარულ თურქულ სერიალებს იღებდნენ. ამის შესახებ Dunyanews-ი წერს.

ხანძრისას განადგურდა სერიალების რეკვიზიტები და ხის კონსტრუქციები.

სტამბულის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ალი კარაჰანმა დაადასტურა, რომ შემთხვევისას არავინ დაშავებულა. შენობას ცეცხლი გუშინ საღამოს გაუჩნდა. ამჟამად ის ლიკვიდირებულია.

ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზეა გადაღებული სერიალები „მგლების ხეობა“ და „მკვდრეთით აღმდგარი ერთუღრული“, რომელიც გარდა თურქეთისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,437 ნახვა
%d bloggers like this: