მურთაზ მამაგეიშვილ-მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ნინო კვიტაიშვილი და ნიკა გვარამია არ ჩერდებიან

„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ნინო კვიტაიშვილი და ნიკა გვარამია არ ჩერდებიან, აპირებენ, ბოლომდე გამანადგურონ და სამუდამოდ ამიკრძალონ საექიმო საქმიანობა!“ – ამის შესახებ ტრავმატოლოგმა მურთაზ მამაგეიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ნეტავ, მართლა მიმეხალა პირში, რასაც მათზე ვფიქრობდი. საერთოდ, რა ნამუსით იღებენ ეგენი ხმას. ხომ არ ჰგონიათ, ვინმეს „ნაციონალური მოძრაობის“ „საგმირო საქმეები“ დაავიწყდა? დღემდე აჭრელებულია ინტერნეტი 7 ნოემბრისა და 26 მაისს ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანების შემზარავი ფოტოებით. შევახსენებ „ნაციონალებს“, მე ვარ ერთ-ერთი ექიმი, რომელიც მაგათი რეჟიმის დარბეულ და ნაცემ ადამიანებს ვმკურნალობდი. ძალაუფლება აღარ აქვთ, თუმცა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობენ, გამამწარონ და გამაუბედურონ უდანაშაულო ადამიანი. აი, „ნაციონალების“ ჭეშმარიტი სახე!“ – განაცხადა მურთაზ მამაგეიშვილმა

Facebook Comments

ახალი დადებული