კრიმინალი

საფრანგეთის ერთ-ერთი ციხიდან 25 წლით პატიმრობა მისჯილი ვერტმფრენით გაიქცა

Nusagi

საფრანგეთში, სენა და მარნას პროვიციის ქალაქ მელუნის მახლობლად მდებარე თანამედროვე ციხიდან, რეციდივისტი რედუან ფაიდი, კვირას, დილის დაახლოებით თორმეტის ნახევარზე, ვერტმფრენით, ავტომატ “კალაშნიკოვებით” და სხვა იარაღით შეიარაღებული 3 პირის დახმარებით გაიქცა.

როგორც Le Parisien იუწყება, თავდასხმელებმა ვერტმფრენით ციხის ტერიტორიაზე დაჯდომის შემდეგ მოახერხეს ციხის იმ ნაწილამდე მიღწევა, სადაც რედუან ფაიდი იყო, კვამლმდენი ყუმბარებით საკნების გაანეიტრალეს, რკინის საჭრელების და სხვაგვარი საშუალებებით ფაიდის საკანში შეღწევა შეძლეს და ის ვერტმფრენით გააქციეს.

ვერტმფრენი, რომელიც ბელგიაშია რეგისტრირებული, ციხიდან დაახლოებით 60 კმ-ის დაშორებით, ნაწილობრივ დამწვარი ნახეს. მძევლად აყვანილი ვერტმფრენის მძღოლი პოლიციელებს იქვე დახვდა. ამ ადგილიდან რედუან ფაიდი და თანამზრახველები წასულან რენოთი, რომელიც ასევე დამწვარი ნახეს, ვარაუდობენ, რომ ამის შემდეგ ბოროტმოქმედები ფურგონში გადაჯდნენ.

46 წლის რედუან ფაიდს 2011 წელს პა-დე-კალეში ბრონირებულ ფურგონზე თავდასხმის გამო 18 წელი მიუსაჯეს, მაგრამ მან 2013 წელს, მას შემდეგ რაც ციხეში 5 კარი ააფეთქა და 4 ზედამხედველი აიყვანა მძევლად, შეძლო ციხიდან გაქცევა და მხოლოდ თვენახევრის შემდეგ, ღამით, პარიზის მახლობლად მდებარე სასტუმროს ნომერში დააპატიმრეს. შარშან მას სააპელაციო სასამართლომ 25 წელი მიუსაჯა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,084 ნახვა
%d bloggers like this: