ტიმოთი საიქსი – 5 სიმართლე, რომელმაც 22 წლის ასაკში მილიონერი გამხადა

ტიმოთი საიქსი საკუთარი წარმატების 5 ძირითად პრონციპს ENTREPRENEUR.COM-ის მკითხველებს უზიარებს:

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მე მაქვს ბედნიერება ვაკეთო ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს – ვასწავლო სტუდენტებს ყოველ დღე, არის ის, რომ ახალგაზრდა ასაკში მივხვდი,  როგორ მიმეღწია დიდი წარმატებისთვის .

იმ დროს, როდესაც 22 წლის ვიყავი და კოლეჯს ვამთავრებდი, მე 12 000 დოლარი 1 მილიონად ვაქციე საფონდო სავაჭრო აქციებით.

ბევრი ჩემი სტუდენტი მომმართავს დახმარებისთვის, რადგან მათაც ძალიან უნდათ ასეთი წარმატების მიღწევა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რამაც განაპირობა ასეთ ახალგაზრდა ასაკში წარმატების მიღწევა არის ის, რომ  ბევრი შეცდომა დავუშვი და ამ შეცდომებზე ვისწავლე.

როდესაც საქმიანობა დავიწყე,  მოზარდი ვიყავი და კარგად ვერ ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი. თუ შეცდომები დასაშვები იყო, მე ვუშვებდი შეცდომებს. ახლა მე შემიძლია ჩემს სტუდენტებს გავუზიარო ამ  შეცდომებისგან გამოტანილი გაკვეთილები, იმ იმედით, რომ ისინი შეძლებენ არა მხოლოდ საკუთარი მილიონის შოვნას, არამედ ამას უფრო სწრაფად მიაღწევენ, უფრო ახალგაზრდა ასაკში და უკეთ, ვიდრე მე.

მიუხედავად ბევრი შეცდომებისა,  ბევრი სასარგებლო რამ შევითვისე, რამაც განაპირობა ჩემი წარმატება. აქ არის ხუთი საუკეთესო რჩევა, რომელიც მე საკუთარი საქმიანობის გზაზე ავითვისე:

1. იქ წადით, სადაც ფულია. ეს მართლაც რომ მარტივია. როდესაც მე პირველად დავიწყე საქმე და პირველი მილიონი ვიშოვე, საფონდო ბაზარი იყო ის ადგილი, სადაც ეკონომიკური ბუმი იყო.

2. ასაკი მხოლოდ ციფრია. ასაკი ნამდვილად არაფერს ნიშნავს. როდესაც მე კოლეჯის პირველი კურსის სტუდენტი, თინეიჯერი ვიყავი, მე $100 000 ერთ დღეში ვიშოვე. ეს არაფერ შუაშია ასაკთან. თუ  გაქვთ უნარი და ცოდნა, მაშინ  ასაკი ან თქვენი ძვირადღირებული განათლების ხარისხი არაფერს ნიშნავს. თუ  გაქვთ უნარი და ცოდნა, მაშინ თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა წარმატების მისაღწევად.

3. მომზადება მთავარია. მომზადებას დაარქმევთ თუ სწავლას, თქვენ უნდა იყოთ მზად იმისათვის, რომ დაალაგოთ პრიორიტეტები დროის მიხედვით და ყოველთვის შეასრულოთ პირველ რიგში საშინაო დავალება. ჩემთვის, ეს ნიშნავდა მეგობრების, ოჯახის და ყველაფრის გვერდზე გადადებას. ასე რომ, გარდა იმისა, რისი მიღწევაც მინდოდა, სხვა ყველაფერი გვერდზე გადავდე.

4. სამუშაოს / ცხოვრების დაბალანსება არ არსებობს. თქვენ თქვენი თავი სამუშაოს უნდა მიუძღვნათ. ეს არ ნიშნავს , რომ  ყველაზე და ყველაფერზე უარი თქვათ პირად ცხოვრებაში, არამედ თქვენ მთლიანად უნდა იყოთ საქმეში ჩართული, მთელი დღის განმავლობაში და არა ისე, რომ მხოლოდ რამოდენიმე საათი აკეთოთ საქმე. ასე მილიონები ავტომატურად არ მოვა.

5. მხოლოდ ფულისთვის ნუ გააკეთებთ საქმეს. ეს რჩევა შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს იმ ადამიანისგან, რომელიც კოლეჯის სტუდენტი იყო, როდესაც მილიონი დოლარი იშოვა, მაგრამ ეს არის ის, რაც მე ვისწავლე ახალგაზრდა ასაკში. თუ  მხოლოდ ფულით ხართ მოტივირებული, თქვენ ზღუდავთ თქვენს პოტენციალს. თუ  ნამდვილად გსურთ წარმატების მიღწევა, მაშინ  თავს უნდა დაუსახოთ გამოწვევა, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ცოდნით და უნარებით. ფული მხოლოდ ჯილდოა თქვენი საქმიანობის. იფიქრეთ ამაზე ამ კუთხით და თქვენი საქმიანობა ბევრად უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

Facebook Comments

ახალი დადებული