ფლორიდაში ვლადიმერ პუტინი დააკავეს

HUFFINGTON POST -ის ცნობით, ფლორიდელი მამაკაცი, ვლადიმერ პუტინი სუპერმარკეტის ტერიტორიაზე არაკანონიერად შეჭრისთვის დააპატიმრეს და სასჯელს იხდის. შემთხვევა ორი წლის წინ მოხდა. 
 CBS 12-ის ინფორმაციით, ფლორიდელ მამაკაცს ვლადიმერ პუტინს  (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინში არ აგერიოთ )- Publix-ის სასურსათო მაღაზიაში შეჭრის ინციდენტის გამო  წაუყენეს ბრალი.
პუტინი, რომელიც ფლორიდის ქალაქ ვესთ პალმ ბიჩიდან არის, სავარაუდოდ, მაღაზიის თანამშრომლებს უყვიროდა, როდესაც პოლიცია მივიდა ინციდენის ადგილას. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერებმა სთხოვეს 48 წლის მამაკაცს დაეტოვებინა ტეროტორია, მაგრამ როგორც ამბობენ, პუტინი ასე ადვილად არ დანებდა.
ვლადიმერ პუტინი დააპატიმრეს. გამოძიება პალმ ბიჩის ოლქის პოლიციამ აწარმოა.
პუტინი, ასევე, ოფიცრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებითაც გაასამართლეს.

Facebook Comments

ახალი დადებული