დღეიდან ბათუმში, ხმაურის გადაჭარბებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან

დამრღვევს მერიის სერ­ვი­სე­ბის სა­ა­გენ­ტო გა­მო­ავ­ლენს და დააჯარიმებს. სააგენტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, შსს-ს მიერ გა­და­ცე­მუ­ლი ხმა­ურ­სა­ზო­მი აპა­რა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ინ­სპექ­ტი­რე­ბას გა­უ­წე­ვენ აკუს­ტი­კუ­რი და პი­რო­ტექ­ნი­კუ­რი ნა­კე­თო­ბე­ბის მიერ გა­მო­ცე­მულ ხმა­ურს.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფი­ზი­კუ­რი პი­რი 150 ლა­რით, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის კი 500 ლა­რით დაჯარიმდება. ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­სას ჯარიმა ორმაგდება. სააგენტოს ცხელია ხაზია 598851520.

2017 წელს პარლამენტმა 83 ხმით ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი რეგულაციით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება.

Facebook Comments

ახალი დადებული