სოციალური ქსელები და მედია

13 200 პოლიციელს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარით მოემატება

Nusagi

13 200 პოლიციელს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარით მოემატება. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 19 ივნისს პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

„კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ დღეს, ამ ახალი ტრიბუნიდან შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის მინიმუმი, რაც შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ნაბიჯი, რომელზეც ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც მივაღწიეთ 6-7 თვის განმავლობაში. ჩვენ გვესმის, რომ პოლიციელისთვის, რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის ის, რაც დღეს შევძელით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც“,– განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,680 ნახვა
%d bloggers like this: