ისტორია

BBC – რომში, ოქროს მონეტებთან ერთად ჩამარხული მუსოლინის მომავლისადმი გზავნილი აღმოაჩინეს

Nusagi
ტექსტი, რომელიც რომში ობელისკის ქვეშ იმალებოდა ახალ შუქს ჰფენს ბენიტო მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს და იმას, თუ როგორ სურდათ ის აღექვათ მომავალ თაობებს. ტექსტი ლათინურად არის დაწერილი პერგამენტზე და რომში, Foro Italico–ს სპორტულ კომპლექსში, მუსოლინის ობელისკის საძირკველში ოქროს მონეტებთან ერთად იყო ჩამარხული.
მკვლევარები  ბეტინა რეიც-ჯუსე და ჰან ლამერსი პირველები არიან, რომლებიც თარგმნიან და დეტალურად შეისწავლიან მუსოლინის Codex Fori –ს, რომელიც 1932 წლიდან, ფაშიზმის სიდიადისადმი მიძღვნილ 300 ტონიანი მონუმენტის საძირკველში იყო ჩამარხული და დავიწყებული იყო ათწლეულების განმავლობაში. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ტექსტი, რომელიც მიუწვდომელი რჩება ობელისკის საძირკველში, იმ სამი წყაროს ზუსტი ვერსია და ნაწილია, რომლებიც ინახება რომის ბიბლიოთეკებსა და არქივებში.
“ტექსტი არ იყო გათვლილი თანამედროვეებზე, მთავარ სანახაობას ობელისკი წარმოადგენდა და ტექსტი საერთოდ არ მოიხსენიებოდა. ის განკუთვნილი იყო შორეული მომავლის უდიტორიისათვის “, – განუცხადა დოქტორმა რეიც–ჯუსემ BBC–ს.
იმ პერიოდში ფაშისტებმა რომის იმპერიის პერიოდის არაერთი არქეოლოგიური აღმოჩენა განახორციელეს. “როდესაც ფაშისტები გათხრებს აწარმოებდნენ, მათ გადაწყვიტეს საკუთარი “დიადი” საქმეების შესახებ მომავალი თაობებისთვის ეცნობებინათ.”
1200 სიტყვიანი ხოტბა დაწერილია კლასიკოსი მეცნიერის, აურელიო ჯუზეპე ამატუჩის მიერ და სამ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი არის ფაშიზმის მიღწევების ზოგადი ისტორია და მუსოლინის აღზევება. იგი აღწერს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იტალიას უბედურების ზღვარზე, რომლისგანაც ის მუსოლინიმ იხსნა, თავისი “ზეადამიანური ძალით, გამჭრიახობით და შემართებით”, განმარტავს დოქტორი ლამერსი. “ტექსტი მუსოლინის წარმოაჩენს რომის ახალ იმპერატორად და ასევე, ბიბლიური ენის გამოყენებით, იტალიელი ხალხის მხსნელად“ . მეორე ნაწილი ეხება ფაშისტების ახალგაზრდულ ორგანიზაციას (ობელისკი მათ შტაბ-ბინასთან შენდებოდა) და ახალგაზრდულ პროგრამებს. მესამე ნაწილი ეხება Foro Italico-ს მშენებლობას, რომელიც მაშინ ცნობილი იყო ფორო მუსოლინის სახელით, აგრეთვე, ობელისკის აღმართვას.
ტექსტს თან ახლავს მედალი, რომელიც მუსოლინის ლომად გამოსახავს. მედალზე მას ლომის ტყავისგან გაკეთებული ქუდი ახურავს. მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ პერიოდისათვის არ იყო უჩვეულო, როდესაც მედლებს ობელისკების საძირკველში ათავსებდნენ, მაგრამ გრძელი, დეტალური ტექსტის აღმოჩენას ისინი “შეუდარებელს” უწოდებენ.
რატომ ლათინური? დოქტორი რეიც-ჯუსე ვარაუდობს, რომ ავტორმა წარსულის ენა გამოიყენა, რათა პარალელი გაევლო რომის იმპერიასა და ფაშიზმის აღზევებას შორის. გარდა ამისა, ფაშისტები ცდილობდნენ ლათინური ფაშიზმის საერთაშორისო ენად აღედგინათ. დოქტორ რეიც-ჯუსეს თქმით, ფაშისტებს წარმოედგინათ მათი ძალაუფლების დაცემა, მაგრამ დოკუმენტი ემსახურება თავის თავდაპირველ ჩანაფიქრს, ფაშიზმის ხმის მომავლისთვის მიწვდენას, ამტკიცებს მეცნიერი.
“ტექსტი კვლავ იქ არის და ჩვენ ვერ მივაღწიეთ ტექსტამდე. ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არის ტექსტის შესწავლა და მისი მანიპულირებადი სტრატეგიების გაანალიზება, რათა არ დავუშვათ მისი შეტყობინებების შეუფერხებლად გავრცელება“, განაცხადა რეიც-ჯუსემ.

ფოტო: პერგამენტი, რომელიც რომის მუსოლინის ობელისკშია ჩაფლული, ფაშისტი დიქტატორის ხოტბაა და ცდილობს შეინარჩუნოს ფაშიზმის მემკვიდრეობა მომავლისთვის.

/
ტექსტი 300-ტონიან მუსოლინის ობელისკის საძირკველში მიუწვდომელია.
/
როგორც ეგვიპტეში, ასობით ტონა ობელისკთა მშენებლობა მუსოლინის რეჟიმის სიძლიერის და სიმდიდრის დემონსტრირებას წარმოადგენდა.
/
ობელისკი მდებარეობს როგორც მაშინ ეწოდებოდა, მუსოლინის ფორუმში – სპორტულ კომპლექსში, რომელიც 1944 წლის ოლიმპიადისთვის რომის განაცხადის ხელშეწყობისთვის აშენდა.
.
პერგამენტი ხოტბას ასხამს ბენიტო მუსოლინის დიად საქმეებს.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,445 ნახვა
%d bloggers like this: