კრიმინალი უცხოური მედია

FBI- 2009 წელს გაუჩინარებული მოზარდი გააუპატიურეს, მოკლეს და ნიანგებს მიუგდეს შესაჭმელად

Nusagi

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, 2009 წელს გაუჩინარებული მოზარდი, ბრიტანი დრექსელი გააუპატიურეს, მოკლეს და შემდეგ ნიანგებს მიუგდეს შესაჭმელად. ინფორმაციას FOX NEWS ავრცელებს.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ  განაცხადა, რომ მოზარდი, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატიდან, მირთლ ბიჩიდან 2009 წელს გაუჩინარდა, არაერთხელ იქნა გაუპატიურებული ბანდის სამალავ სახლში, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ. როდესაც გოგონას გაუჩინარებამ მედიის ყურადღება მიიპყრო, ის  ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს და ნიანგებს მიუგდეს.

17 წლის როჩესტერელ გოგონას, ბრიტანი დრექსელის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების შოკისმომგვრელი ახალი დეტალები, დიდწილად “სამალავი სახლის“ აღიარებიდან გახდა ცნობილი, რომელიც შემდგომში სხვების მიერაც, „მეორადი ინფორმაციით” იქნა დასაბუთებული, ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის, გერიკ მუნოზის ფედერალური სასამართლოს სტენოგრამაში, რომელიც The Post and Courier-მა მოიპოვა. მუნოზის ინფორმაციით, პატიმარი ტაკუან ბრაუნი, რომელმაც, სავარაუდოდ, სენსაციური აღიარება მისცა, 25 წლიან სასჯელს იხდის წინასწარგანზრახული მკვლელობების სხვადასხვა შემთხვევისთვის.

ბრაუნმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ის ესწრებოდა დრექსელის ბოლო მტანჯველ მომენტებს. ბრაუნის თქმით, მან ნახა დრექსელი მაკკლევანვილის ტერიტორიაზე, „სამალავ სახლში“, რომელსაც, როგორც წესი, ყაჩაღური ბანდები იარაღის, ნარკოტიკის და ფულის შესანახად იყენებენ, იმ ადგილას, სადაც დრექსელის მობილურ ტელეფონზე ბოლოს დაირეკა. მუნოზის თქმით, ბრაუნმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მან ნახა, თუ როგორ აუპატიურებდნენ იმჟამად 16 წლის შუნ ტეილორი და მასთან ერთად რამდენიმე სხვა მამაკაცი ბრიტანი დრექსელს. ბრაუნმა განაცხადა, რომ შემდეგ იგი სახლის ეზოში გავიდა ტეილორის მამისთვის ფულის მისაცემად. სანამ ისინი ლაპარაკობდნენ, დრექსელმა გაქცევა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთმა გამტაცებელმა ის დაიჭირა და სახლში შეათრია. ამის შემდეგ მან ორი გასროლა გაიგონა. შემდეგ დაინახა, თუ როგორ გაახვიეს დრექსელის ცხედარი და გაიტანეს სახლიდან.

დრექსელის სხეული არ აღმოუჩენიათ, მაგრამ მუნოზის თქმით, რამდენიმე მოწმემ გამომძიებლებს განუცხადა, რომ იგი ნიანგებით სავსე აუზში გადააგდეს.

დრექსელი ბოლოს 2009 წლის 25 აპრილს, სასტუმრო Blue Water-იდან გამომავალი ნახეს მირთლ ბიჩში, სადაც ის მშობლების ნებართვის გარეშე იმყოფებოდა.

ჯორჯთაუნის ოლქის ციხის პატიმარმა ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ მან იცოდა იმის თაობაზე, რომ ტეილორმა დრექსელი მირთლ ბიჩში, მაკკლენალვილში წაიყვანა. მუნოზის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიურო მიიჩნევს, რომ ტეილორმა დრექსელი მეგობრებს გააცნო და სთავაზობდა, რითიც ფაქტიურად ტრეფიკინგს ეწეოდა. ვინაიდან გოგონას აღმოსაჩენად ძალისხმევა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, ის “მოკლეს და გააქრეს,” განაცხადა მუნოზმა.

ტეილორმა, რომელიც ამჟამად 25 წლის არის და 2011 წელს მაკდონალდსის დაყაჩაღებისთვის იქნა დაპატიმრებული, მოგვიანებით სამხრეთ კაროლინის ხელისუფლებასთან ითანამშრომლა და პრობაციას გადიოდა. მაგრამ პროკურორები ახლა ცდილობენ მას ფედერალური ბრალდებები წაუყენონ და თუ მას ახალი ბრალდება წარედგინება, ტეილორს სამუდამო პატიმრობა ელის.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,989 ნახვა
%d bloggers like this: