4 რჩევა, როგორ გაგრილდეთ სახლში, თუ კონდიციონერი არ გაქვთ

ზაფხულის მოსვლასთან ერთად საქართველოში ძლიერი სიცხეები დაიწყო, რომელსაც სჯობს, თავი კონდიციონერიან შენობაში შეაფაროთ. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ კონდიციონერი არ გაქვთ,  გაგიფუჭდათ, ან ოჯახის  ერთ-ერთი წევრი ვერ იტანს?

რას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებსაც ცივილიზაციის ეს სიკეთე არ ჰქონდათ?

არსებობს მრავალი რჩევა, თუ როგორ გადავირჩინოთ თავი აუტანელი სიცხეების დროს, „ინფო ფოსტალიონი“ გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც გამოცდილია და ყველაზე კარგად მუშაობს.

  1. პირველი, რაც ძლიერი სიცხის დროს უნდა გააკეთოთ- ჩამოაფაროთ სქელი ფარდები, ან თუ გაქვთ, უკეთესია  ჟალუზები, რათა მაქსიმალურად შეუშალოთ ხელი მზის სხივების ოთახში შემოღწევას.
  2.   გამორთეთ ელექტრომოწყობილობები. საყოფაცხოვრებო ტექნიკა სითბოს გამოყოფს, განსაკუთრებით ნათურები.
  3. იზრუნეთ სხეულის გაგრილებაზე. ამისთვის საუკეთესო მეთოდია წყლით სავსე ჯამი, რომელშიც ჩაყრით ყინულებს და დაიდგამთ ახლოს. პერიოდულად, ცივ წყალში ჩაყოფთ ხელებს და სხეულსაც გაიგრილებთ. თუ ვენტილატორი გაქვთ, მიუშვირეთ ჰაერის ნაკადი ყონულიანი წყლით სავსე ჯამს და ოთახში გაბნეული წყლის წვეთები სასიამოვნოდ გაგაგრილებთ.
  4. ძილის წინ აუცილებლად მიიღეთ გრილი შხაპი.
Facebook Comments

ახალი დადებული