კრიმინალი საზოგადოება

ახალი სკანდალური SMS -ები აშშ-ში გაშიფრული თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურიდან

Nusagi

იმედის კვირამ” მოიპოვა ის მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს.  iPhone-დან, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა.

მოკლე ტექსტური შეტყობინებები Whatsapp-აპლიკაციითაა გაგზავნილი. ნომრიდან, რომლის ბოლო სამი ციფრია რვა ნული.  მიმოწერა 2017 წლის 24 დეკემბრით თარიღდება, პანკისის სპეცოპერაციამდე 2 დღით ადრე, 

“თემირლანი  – იცი რა არის ისტიშხადი?
უცნობი – მე რა ვიცი?
თემირლანი – თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები
უცნობი – ხოო გავიგე
თემირლანი – და მას, ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა, როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში
უცნობი – ჰოო…
თემირლანი – და ზუსტად ასე მე უნდა ავიფეთქო თავ
თემირლანი – ქალაქში, მეტრო სადგურის მოედნის გაჩერების შიგნით
უცნობი – კარგი რა, საკმარისია
თემირლანი – თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის
უცნობი – ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი
თემირლანი – ის, ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი.

ვის უმხელდა თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, მეტროსადგურის მოედანზე თავის აფეთქების გეგმას, უცნობია. მისი ტელეფონის ნომერი დაშიფრულია. მიმოწერაში რამდენჯერმეა ნახსენები არაბული სიტყვა “ისტიშაჰადი”. 

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე სიტყვა “ისტიშაჰადის” მნიშვნელობას განმარტავს და ამბობს, რომ ის არაბული სიტყვაა, მომდინარეობს ფუძიდან “შაჰად”, რაც ნიშნავს დამოწმებას ან თავგანწირვას, შაჰიდად გახდომას. ასევე ხშირად მოიხსენიებენ მოწამეობრივ ოპერაციად, ანუ მათ როგორც მოწამეებს ისე აღიქვამენ. ეს სიტყვა გამოიყენება როგორც თვითმკვლელის მონაწილეობით ჩატარებული სამხედრო თუ ტერორისტული ოპერაციები.

აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირებზე ახალი დეტალები ცნობილი 25 ივნისს გახდა. მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერებიდან ირკვევა, თუ ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული.

მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც აჰმედ ჩატაევმა სავარაუდოდ, ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. აჰმედ ჩატაევი და ისლამ ატაბიევი რუსეთის იმ 6 მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც 2015 წელს ევროკავშირმა „ალ-ქაიდას“ ტერორისტების სიაში შეიყვანა.

ცნობილია, რომ ასეთი შინაარსის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად, დააკავეს ერთი ადამიანი – შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია. 

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,189 ნახვა
%d bloggers like this: