ბოლო ორ თვეში ზღვასა და მდინარეებში 26 ადამიანი დაიხრჩო, აქედან 7 არასრულწლოვანია

ოფიციალური ინფორმაციით, 1 მაისიდან დღემდე ზღვასა და მდინარეებში 26 ადამიანი დაიხრჩო. აქედან 7 არასრულწლოვანია. მხოლოდ ბოლო ორ დღეში 6 ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ წყალში შესვლის დროს, განსაკუთრებით მათ ვინც ნასვამ მდგომარეობაში შედის წყალში. ნასვამ მდგომარეობაში წყალში შესვლა 90%-ის შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდება”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.

მხოლოდ ივნისში მაშველებმა ზღვაში 24 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან 13 შემთხვევა 25 ივნისს მოხდა.

რამდენიმე დღის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეების მიერ ზღვაში უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

Facebook Comments

ახალი დადებული