დღეს პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

დღეს პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ცნობილია, რომ III ეტაპი II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. რა თქმა უნდა, მესამე ეტაპზეც მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელია დოკუმენტაციის წარდგენაც. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს. საბუთების წარდგენა იწარმოებს 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო და სამ ეტაპად მიმდინარეობს.

2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.

Facebook Comments

ახალი დადებული