თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისი-დორტმუნდის რეისს ასრულებდა, აფრენისთანევა ავარიულად დაეშვა. გადაწყვეტილება მფრინავმა მიიღო.
ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით კი ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ქუთაისი – დორტმუნდი, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე სადგომზე დაბრუნდა.
თვითმფრინავი 6 საათზე უნდა გაფრენილიყო. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
27 ივნისს ქუთაისის აეროპორტში ბარსელონის რეისი გაუქმდა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ტექნიკური ხარვეზი გახდა.
ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი – დორტმუნდი, პროგრამული ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე.
ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას”-ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.