სოციალური ქსელები და მედია

კახა კალაძე: ძველი ავტომობილების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს

Nusagi

„ძველი ავტომობილების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაზე „ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შეფასება“ განაცხადა. კალაძის თქმით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება შესაძლოა, მტკივნეული იყოს, თუმცა დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვა გამოსავალი არ არსებობს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით კი, საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში ახალ საკანონმდებლო ინიციატიავებზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის დაძველებული ავტომობილების შემოდინების შეზღუდვაზე.

„ვმუშაობთ, რომ დაწესდეს შეზღუდვა და ძველი მანქანების შემოდინება როგორმე შევაჩეროთ. ასევე შევზღუდოთ მაღალძრავიანი ავტომობილების შემოყვანაც, რადგან ხშირ შემთხვევაში 5.0 ძრავით შემოყვანილი მანქანები გადაჰყავთ გაზზე და ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. სწორი ფორმაა მოსაფიქრებელი ამ კუთხით” – განაცხადა კახა კუჭავამ.

1 ივლისიდან სავალდებულოა სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერბა.

იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყების მფლობელობაში სულ 75 ათასი ავტომობილია. ამ დროისთვის, ტექინსპექტირება იურიდიული და სახელმწიფო უწყებების კუთვნილმა 900-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აუდიტის კვლევის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% მანქანებზე მოდის.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,988 ნახვა
%d bloggers like this: