სოციალური ქსელები და მედია

კახა კახიშვილი „დიდ პრობლემას ვერ ხედავს“ იმაში, თუ ახალ მთავრობაში არ იქნება

Nusagi

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილის თქმით, ის დიდ პრობლემას ვერ ხედავს თუ ახალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნება. ამის შესახებ კახიშვილმა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულების ოფიციალური დახურვის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.

კახიშვილის თქმით, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს ის ყველგან ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს.

კახიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმით არავითარი პრობლემა არ შეიქმნება. კახიშვილის განმარტებით ევროპულ ქვენებში სასჯელაღსრულების სისტემა ან იუსტიციის სამინისტროში, ან შინაგან საქმეთა სამინისტროშია.

ე.წ. მცირე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის  ფარგლებში მინისტრთა კაბინეტი 11 მინისტრამდე მცირდება – იქნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურა 26 ივნისს წარადგინა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: