სოციალური ქსელები და მედია

მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდმა ცოლი მოიყვანა

Nusagi

მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდმა ცოლი მოიყვანა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისი შვილი აშშ-ში, ნიუ-იორკში დაქორწინდა, სადაც ქორწილზე დასასწრებად თავადაც ჩავიდა. სააკაშვილმა რძლის ვინაობასთან დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ის ეთნიკური ებრაელი, რომელზეც პოლიტიკოსმა ადრე ილაპარაკა, ძალიან მოკლედ უპასუხა და აღნიშნა, რომ ასეა, თუმცა ის შეიძლება ქართველიც ყოფილიყო და რომ მთავარია, რომ მისი შვილის მეუღლე ძალიან კარგი ოჯახიდანაა.

ექსპრეზიდენტის უფროსი შვილი 23 წლისაა. მან განათლება აშშ-ში, სუორტ-მორის კოლეჯში მიიღო.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,776 ნახვა
%d bloggers like this: