მიხეილ ჩხენკელი: მომავალი წლიდან შესაძლოა ეროვნული გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდეს

Nusagi

ეროვნული გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს განათლების მინისტრმა განაცხადა, რომელიც 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. ჩემი მოსაზრება გახლავთ, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე და მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, გაზაფხულის ბოლოს, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები“- განაცხადა მიხელ ჩხენკელმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ-ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

(2 და 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღების  გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის)  განრიგი რაც შეეხება კონდიცირების სისტემას ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით სამ საგამოცდო ცენტრში კონდიციონერები მონტაჟდება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: