პოსტები სოციალური ქსელიდან

გელა ზედელაშვილი-როგორც ჩანს, მაჩალიკაშვილებში საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე გვეგონა

Nusagi

,,როგორც ჩანს, მაჩალიკაშვილებში საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე გვეგონა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამერიკელი ექსპერტების მეცადინეობით, გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბევრ სკანდალურ თემას აეხადა ფარდა:

პირველი – თურმე ტერორისტ აჰმედ ჩატაევს საქართველოში შემოსვლისთანავე მასთან დაურეკავს;

მეორე – ამ “ბავშვს” აჰმედ ჩატაევის “პადელნიკებისთვის” ბინა უქირავებია ვარკეთილში და სამი თვე არა მხოლოდ მათთან ცხოვრობდა, ქირასაც უხდიდა;

მესამე – თურმე (საგამოძიებო მასალების მიხედვით) აჰმედ ჩატაევს და თემირლან მაჩალიკაშვილს ნათესაური კავშირები ჰქონდათ. „იმედის კვირის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში წერია, რომ ჩატაევის მეორე ცოლი – აინა მარგოშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი ერთმანეთის ბიძაშვილის შვილები არიან. აინასა და თემირლანის დედების – მედიკოს და სერო მარგოშვილების მამები კი ძმები იყვნენ;

მეოთხე და ყველაზე მთავარი – თემირლან მაჩალიკაშვილი ვიღაც უცნობ პირს “მესიჯს” უგზავნის და ეკითხება: იცი, რა არის ისტიშხადი? უცნობმა არ იცის და ესეც უხსნის:

“თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები. და ზუსტად ასე, მე უნდა ავიფეთქო თავი ქალაქში, მეტრო „სადგურის მოედნის“ გაჩერების შიგნით! ის, ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი”.

რასაკვირველია, ჩვენში აუცილებლად გამოჩნდებიან “გენიოსები”, რომლებიც ამ ყველაფერზე იტყვიან, რომ დადგმულია, სიყალბეა და დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ზაზა სარალიძის აქციებს ჩამოეკიდა, აქამდე ძალიან ბევრს მალავდა. მაგალითად, მალავდა, რომ მისი შვილი ნაქირავებ ბინაში ჩატაევის ე.წ. ხელქვეითებთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა მოგვიანებით აღიარა, შვილი მეგობარს მივაბარე, იმ ადამიანებს კი სხვა გვარ-სახელებით ვიცნობდითო. მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ზაზა სარალიძის აქციებით ცდილობდა ფონს გასვლას, არც ისეთი მიამიტი გახლავთ, რომ არ სცოდნოდა, საკუთარ შვილს ვის აბარებდა. რაც მთავარია, ის ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მის ოჯახს არაფერი აკავშირებდა აჰმედ ჩატაევთან. ახლა კი ირკვევა, ძალიან ახლო ნათესავები ყოფილან. თუმცა ამ ჯერზეც ამტკიცებს, თემირლანს ჩატაევი არასოდეს უნახავსო.

დავუშვათ, მართლაც არასოდეს უნახავს, მაგრამ ამ ნათესაურ კავშირზე თვითონ ერთხელ მაინც ხომ უნდა ეთქვა? არ თქვა, არ გაამჟღავნა ბევრი დეტალი და ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მშრალზე უნდა გამოსვლა, თანაც ისე, რომ სხვები დაისაჯონ, დამნაშავეებად სხვები გამოცხადდნენ, ხოლო მისი შვილი ლამის წმინდანად შეირაცხოს. მე მესმის მამის გულის წუხილი, მაგრამ არ გამოვა ასე, შენ თუ გულწრფელი ხარ, მაშინ ერთხელ მაინც უნდა გაგხსენებოდა ის სპეცრაზმელი, რომელიც ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებას ემსხვერპლა.

როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილს ახსენებენ ტელევიზიით, უკლებლივ ყველა იწყებს სამძიმრით, თავად მას კი არასოდეს გახსნებია სპეცრაზმელი, მისი ოჯახი, ცოლი, დაობლებული შვილები. არა, ის ერთი პერიოდი მხოლოდ იმას გაიძახოდა, სუს-ის შენობასთან თავი უნდა ამეფეთქებინაო. როცა მიხვდა თუ მიახვედრეს, რომ მიჰქარა, თავი მოიკატუნა, გამწარებული მამა ვარ, ბევრ რამეს ნუ დამიჯერებთო.

შესაძლოა, თემირლან მაჩალიკაშვილი ისე მოექცა მავანთა გავლენის ქვეშ, ვერც კი გააცნობიერა, ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე, მაგრამ სამწუხაროდ ეს არაფერს ცვლის.

უკაცრავად, მაგრამ მას შემდეგ, რაც სკანდალური ფაქტები გამოქვეყნდა, მე პირადად შეკითხვები აღარ მაქვს. ეს ფაქტები იმაზე მეტია, ვიდრე ველოდი – ჩვენ აშკარად გადავურჩით  რაღაც  დიდ უბედურებას!”= წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,457 ნახვა
%d bloggers like this: