სოციალური ქსელები და მედია

სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულება დღეს ოფიციალურად დაიხურა

Nusagi

სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულება დღეს ოფიციალურად დაიხურა.

განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დახურვას მინისტრი კახა კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გარდა ამისა, 2018 წლის 25 ივნისს გაიხსნა მაღალის რისკის დაწესებულება, რომელიც 29 მსჯავრდებულზეა გათვლილი და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოყოფილია სპეციალური სივრცე გრძელვადიანი პაემნებისთვის, რომლებიც აღჭურვილია საჭირო ავეჯით, ტექნიკით, გაგრილებისა და გათბობის სისტემით. დაწესებულებაში განთავსებულია ადვოკატთან შეხვედრის ოთახი. საცხოვრებელ სივრცეში მოწყობილია სამზარეულო, სველი წერტილი და საძინებელი.

„მოგეხსენებათ, არაერთ ანგარიშში, მათ შორის სახალხო დამცველისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მონიტორინგის წევრების ანგარიშში მოხდა ეს დაწესებულება, როგორც ერთ-ერთი ცუდი დაწესებულება. გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ ვერ დავხურეთ, სანამ ახალ დაწესებულებას არ ავაშენებდით, მაგრამ გავაუქმეთ ქვედა სართულები, სადაც ფაქტობრივად, ჰაერი არ შემოდიოდა. ბოლოს, ჩვენ გვყავდა ცხრა ადამიანი ზედა სართულებზე და დღეს ისინი გადაყვანილი არიან ევროპული სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში. დიდი იმედი მაქვს, საქართველოში ასეთი ტიპის დაწესებულებები აღარ იარსებებს. რა თქმა უნდა, ციხე ციხეა. ის უნდა იყოს იმ სტანდარტებში, რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც სარეჟიმო პირობები, ისე ადამიანის უფლებები. სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში არ იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ასეთი ტიპის დაწესებულებები საქართველოში აღარ იარსებებს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულების მოწყობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახალგახსნილი დაწესებულება უკვე დაათვალიერეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უფლებადამცველებმა და აღნიშნეს, რომ ახალ N7 მაღალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ცივილიზებულ, ევროპული სტანდერტების შესაბამის გარემოში მოუწევთ სასჯელის მოხდა.

წყარო: 1tv.ge

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,693 ნახვა
%d bloggers like this: