sos!!!
საქართველოს განათლების ამერიკულგანათლებამიღებული მინისტრი გვეუბნება-ახალი კაბელები შეგვყავს საგამოცდო ცენტრებში, რომ კონდიციონერებმა დატვირთვას გაუძლოსო და საერთოდაც ვფიქრობ, რომ ეროვნული გამოცდები გაზაფხულზე უნდა ტარდებოდესო.
…და გაზაფხულზე რატოომ, აყვავებული ნუშის და ტყემლის ყვავილი კარგად მოქმედებს გონებრივ შესაძლებლობებზე თუ იისა და ვარდის სურნელი?
ახლა, როცა 900 კონდენციონერი გამარტივებული წესით შეისყიდეთ გაგანია საგამოცდო პირობებში, თუ გამოცდები გაზაფხულზე იქნება, მაშინ ეს კონდენციონერები წარჩინებულ სტუდენტებს დაურიგდებათ თუ როგორაა თქვენი საქმე?
მოკლედ, ამერიკულ და გერმანულ მოდელებზე კი არა, ქართულ სინამდვილეზე და პირობებზე მორგებული გარემო და სისტება გვჭირდება, საკუთარ მოქალაქეებზე და მომავალზე მორგებული.
რა დიდი ფილოსოფოსობა სჭირდება იმას, რომ ზაფულის ხვატში ადამიანს, რომელსაც ცდი, ელემენტარული პირობები უნდა შეუქმნა.
ახლა ჩემი შვილი თსუ-ს მაღლივი კორპუსის კედლებში მოხარშული თევზივით თვალებდაკარკლული ნეტა, რა გამოცდის ჩამბარებელია? ცოტა მეტი გულისხმიერება და გონიერება ხომ არ სჭირდება გაგრილებული კაბინეტებიდან დანახულ საქართველოს??
მიმინოშვილი მაია, ხომ არ გამოიფიტე ამდენ ხანს ერთ ადგილზე “მოღვაწეობით?”