კამერების დათვალიერების ოქმში სუბელიანის გარდა ყველა იდენტიფიცირებულია

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო ოკომისიის წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ 2018 წლის 24 იანვარს, სათვალთვალო კამერის დათვალიერების ოქმში, სადაც ბრალდებული თენგიზ კალანდია და მასთან ერთად მყოფი ნირზა სუბელიანი არიან ასახული, სუბელიანი “უცნობ მამაკაცად“ არის მოხსენიებული. ამის ამსახველი ოქმი და მასთან ერთად, თავად სათვალთვალო კამერის მასალა კომისიას აბესაძემ წარუდგინა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი აბესაძემ კომისიაში გამოკითხვაზე მყოფ შსს-ს წარმომადგენლებსაც ჰკითხა. კერძოდ, აბესაძე დაინტერესდა მიუთითა თუ არა მათ ვინმემ, რომ ოქმებში მირზა სუბელიანი არ ყოფილიყო მოხსენიებული თუ მართლა ვერ დაადგინეს 2018 წლის 24 იანვარს მირზა სუბელიანის ვინაობა. ეს მაშინ, როცა სუბელიანმა 2017 წლის 4 დეკემბერს ამ საქმეში შვილის არსებობის გამო დაკავებული თანამდებობა დატოვა. აქვე აბასაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდეო-სათვალთვალო კამერაში ასახული ყველა სხვა დეტალი ოქმში ასახულია, გარდა მირზა სუბელიანისა.

გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ დეპუტატს უპასუხა, რომ იმ მოცემულ პერიოდში ის მირზა სუბელიანს არ იცნობდა: შესაბამისად, ოქმში ვერ ჩავწერდი მას სახელითა და გვარით. თენგიზ კალანდიასთან ერთად ჩემთვის უცნობი მამაკაცი გამოვიდა“, – თქვა ფიფიამ.

გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ კომისიას ასევე განუცხადა რომ მოზრდების მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა არ იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული