მაია ცქიტიშვილი სამინისტროში დიდ რეორგანიზაციას იწყებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დიდი რეორგანიზაცია იწყება. “აიპრესის” წყაროს ცნობით, თანამდებობას დატოვებს დაახლოებით 30 თანამშრომელი, მათ შორის საგზაო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები. 

იმ პირებს შორის, რომლებსაც თანამდებობას დატოვებენ, სახელდებიან საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანი და ავთანდილ გვაზავა (პროექტების მართვის სამსახურის უფროსი).

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ გასვიანი საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა 2010 წლიდან. მისი ბიოგრაფია კი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. მას დამთავრებული აქვს უშიშროების სამინისტროა აკადემია.

აღნიშნულ ინფორმაციის გადასამოწმებლად “აიპრესი” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პიარის დეპარტამენტის უფროსს ქეთი გიორგობიანს დაუკავშირდა.

“რეორგანიზაცი როცა დაიწყება, ალბათ ამის შედეგად გადაწყდება. თუმცა, მე ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ფიზიკურად არ ვფლობ ინფორმაციას ამაზე”, – გვითხრა ქეთი გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაერთ სკანდალში აღმოჩნდა, რომელიც საგზაო ტენდერებს უკავშირდებოდა. მინისტრ ზურაბ ალავიძის დროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სამტრედია გრიგოლეთის შემოვლითი გზის ტენდერი და მასთან დაკავშირებული საეჭვო გარიგებები მოექცა.

არაერთო ჟურნალისტური გამოძიება გააკეთა ამ თემაზე “აიპრემაც”. მათ შორის საგზაო დეპარტამენტის საეჭვო საკადრო პოლიტიკაზეც.

მალევე, ამ გახმაურებული საგზაო ტენდერებიდან თანამდებობა დატოვა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და საგზაო დეპრტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული