პოსტები სოციალური ქსელიდან

მაკა რაზმაძე-მაინც მგონია, რომ აჯობებდა მე, მე მომხვედროდა ის ტყვია, მას რომ მოხვდა…

Nusagi

,,ისევ მოვიდა ჩემთვის უმძიმესი თვე-3ივლისს დაიბადა,6 ივლისს წავიდა…
ძალიან ცოტა ფოტო შემოგვრჩა მისი….სულ 19 წელი იცოცხლა.

წავიდა და მას შემდეგ ყოველ წელს ისევ და ისევ ცხრამეტის ხდება.
მთელი წელი ამ დღეების შიშით ვცხოვრობ და როცა 3-6 ივლისი მოდის,ვერაფერს ვცვლი,ვერაფერს ვამბობ ისე,როგორც მინდა .

დღეს გიორგი ისევ 19 წლის გახდა.ისევ წავა, ისევ გაიპარება აფხაზეთში და 6 ივლისს ისევ ვეღარ დაბრუნდება…..ისევ მასთანაა და სულ მასთან დარჩება ჩემი გული….

ჩემი პატარა ძმა 1974 წლის 3 ივლისს დაიბადა და 1993 წელს 6 ივლისს აფხაზეთში დაიღუპა.
ამდენი წელი გავიდა და ვერ შევეგუე მაინც….

მაინც მგონია, რომ აჯობებდა მე მოვმკვდარიყავი მაშინ. მე მომხვედროდა ის ტყვია-მას რომ მოხვდა…მას შემდეგ არც მიცხოვრია,არ გამოვიდა არაფერი-არც ღირდა….

მხოლოდ ერთის მჯერა,რომ ჩვენი ხმა,ჩვენი სითბო და სიყვარული აღწევს მათ გულებამდე და თითოეული აქ ნათქვამი მოსაგონარი სიტყვა იქ უნათებთ გზას სადაც არიან…..
მიყვარხარ!

გიორგი  გილოცავ დაბადების დღეს !”-წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,068 ნახვა
%d bloggers like this: