სოციალური ქსელები და მედია

ოფიციალური მოსკოვი: თბილისის ნაბიჯები ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობებს ართულებს

Nusagi

“საქართველოს მიერ დეკლარირებული “კეთილი ზრახვების” მიუხედავად, თბილისის ნაბიჯები ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობებს ართულებს”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მოსკოვში, რუსი დიპლომატის სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმდჯომარის შეხვედრას.

რუსული მხარე გაეროში წარდგენილ რეზოლუციას აკრიტიკებს, რომელიც დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს შეეხებათ. მოსკოვი ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის შექმნითაც უკმაყოფილოა.

მიმდინარე კვირაში ბრიუსელში ნატოს სამიტი უნდა ჩატარდეს. მანამდე კი თბილისში ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციანი სია შედგა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას დაერთვება. მათ, ვინც 33-კაციან სიაში მოჰყვა, სავარაუდოდ, ანგარიშებს გაუყინავენ, მათზე არც შენგენის ზონის ვიზები გაიცემა. მსჯავრდებულებზე კი, გამორიცხული არ არის, ინტერპოლმა ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადოს. სიის შემადგენლობის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა. ამ თემებმა კრემლის საოკუპაციო ზრახვები გაააქტიურა. ცხინვალში ჯერ საპასუხო სიაზე ალაპარაკდნენ, ხოლო შემდეგ თრუსოს ხეობაზე, კობის ქვაბულსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე პრეტენზიები გამოთქვეს. მიმდინარე კვირას რამდენიმე ადამიანიც გაიტაცეს. ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი ფაქტი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შემუშავებული ორპარტიული რეზოლუცია რომელშიც რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაა დაგმობილი და რომელიც საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეშად დამრღვევების მიმართ სანქციების მხარდაჭერას გულისხმობს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,756 ნახვა
%d bloggers like this: