საზოგადოება

ძველ თბილისში არსებული კაფე-ბარების საინიციატივო ჯგუფის მიმართვა ქ. თბილისის მერიას

Nusagi

ძველ თბილისში არსებული კაფე-ბარების საინიციატივო ჯგუფის მიმართვა ქ. თბილისის მერიას.

,,ვითვალისწინებთ, რა დედაქალაქში მცხოვრები პირების ინტერესებს და ამავე დროს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თბილისის ტურისტულ ზონებში არსებული კაფე-ბარების განვითარების საკითხი, მივმართავთ ქ. თბილისი მერიას შემდეგი წინადადებით:
ქ. თბილისის, მერიამ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან განაახლოს სეზონური გარე კაფე-ბარების არქიტექტურული იერსახის შეთანხმება (როგორც ეს წარსულში ხდებოდა, დამატებითი თანხების დაწესების გარეშე) და არა ტურისტული სეზონის პიკში, როდესაც კაფე-ბარები ვერ მოახერხებენ ახალ გადასახადებზე და წესებზე გადასვლა-ადაპტაციას. 

პროექტის შეთანხმებისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ობიექტურ გარემოებებს:
– ღია კაფე უნდა მდებარეობდეს თავისი ძირითადი ფართის მიმდებარედ, უნდა აკმაყოფილებდეს ე.წ. პირველი კლასის ნაგებობის კრიტერიუმებს, არ უნდა ავიწროვებდეს, როგორც საავტომობილო ისე ფეხმავალ ზონას და ფეხმავალთა გამტარიანობას არ უნდა უქმნიდეს პრობლემას. ამისათვის კონკრეტულ ქუჩებზე უნდა დაწესდეს საფეხმავლო ზონის აუცილებელი-დასაცავი პარამეტრები. კაფე უნდა იყოს სეზონური, ყოველგვარი კონსტრუქციების, შეფუთვის და ფიცარნაგის გარეშე, უნდა ქონდეს დასაკეცი მარკიზი, რათა სახანძრო თუ სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი უმოკლეს დროში დაკეცვა. სკამები უნდა იყოს ერთ ადგილიანი, მაგიდები მსუბუქი და კომპაქტური, რათა საჭიროების შემთხვევაში გარე ტერიტორიის გათვავისუფლება მარტივად მოხდეს. დაცული უნდა იყოს სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები. მოცემული პირობების და არქიტექტურის სამსახურისთვის მისაღები ვიზუალური დეტალების დაცვის შემთხვევაში მერიის სამსახურებმა უნდა გასცენ შესაბამისი ნებართვები, ღია კაფის მოსაწყობად, გადასახადის დაწესების გარეშე. 

– ის კაფეები, რომლებიც გარე სივრცით სარგებლობენ წელიწადში 12 თვე, რომელთაც აქვთ მოწყობილი კონსტუქციები, ფიცარნაგი, შეფუთვები და ა.შ. და რომელთაც შემოსავალი გარე სივრციდან აქვთ მუდმივად, შესაძლებელია მათ დაუწესდეთ გორივრულ ფარგლებში გარკვეული გადასახადები.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ კაფეებმა გადაკეტონ საავტომობილო და საფეხმავლო გზები, შეაფერხონ ფეხმავალთა გამტარუნარიანობა ქუჩებზე, დაარღვიონ სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, აღნიშნულ საკითხებში ჩვენ, როგორც დანარჩენ საქართველოს მოქალაქეებს არ გაგვაჩნია განსხვავებული პოზიცია და ვთვლით, რომ აღნიშნულ საკითხებზე მართლზომიერი იქნება ქ. თბილისის მერიის მხრიდან სამართლებრივი რეაგირების მოხდენა.”-ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,172 ნახვა
%d bloggers like this: