უცხოური მედია

10 წლის გოგონას შემზარავი მკვლელობა, დედა დაპატიმრებულია

Nusagi

ნიუ მექსიკოს პოლიციის თქმით, 10 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობისთვის 3 ადამიანია დაკავებული, მათ შორის ბავშვის დედა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ვიქტორია მარტენსმა, რომელიც ალბუკერკეს დაწყებით სკოლაში , მეოთხე კლასში სწავლობდა, სამშაბათს თავისი მე -10 დაბადების დღე აღნიშნა. ოთხშაბათს იგი მოკლეს. გოგონას  მკვლელობას პოლიციამ “საზარელი” დანაშაული უწოდა. მეგობრებმა და ნათესავებმა პატივი მიაგეს მის ხსოვნას და სანთლები და ყვავილები მიიტანეს. მეგობრები აღნიშნავდნენ, რომ ვიქტორია, მისი განუმეორებელი ღიმილით ყოველთვის ემახსოვრებათ.

ალბუკერკეს პოლიციამ ეჭვმიტანილების სიაში ვიქტორიას დედა, მიშელ მარტენსი, დედის საყვარელი, ფაბიან გონსალესი და გონსალესის ბიძაშილი, ჯესიკა კელიც შეიყვანა. სისხლის სამართლის საქმეზე CNN-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის ოფიცრებმა, მკვლელობის ადგილზე მისვლისას, გარდა ორი დაშავებული მოზრდილისა, რომლებსაც მცირედი დაზიანებები ჰქონდათ, მესამე ზრდასრული აღმოაჩინეს, რომელიც ბინიდან გაქცევას აივანზე გადახტომით ცდილობდა.

როდესაც პოლიცია შევიდა ბინაში, ის სავსე იყო კვამლით, მათ აღმოაჩინეს ვიქტორია მარტენსის სხეული, რომელიც სააბაზანოში ნაწილობრივ იყო გახვეული ცეცხლწაკიდებულ საბანში. ოქმის მიხედვით, ბავშვს პულსი არ ესინჯებოდა, მისი მარცხენა ფეხი თითქმის მთლიანად მოჭრილი იყო და არც ერთი ხელი არ ჰქონდა. იგი ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა.

ბავშვის დედამ, მიშელ მარტენსმა პოლიციას განუცხადა, რომ გოგონას მეტამფეტამინი ჰქონდა მიღებული “მისი დამშვიდების მიზნით” და რომ ფაბიან გონსალესს ჰქონდა სექსი მასთან, ხოლო კელი კი ამას უყურებდა. მარტენსმა პოლიციას განუცხადა, რომ გონსალესმა  მისი ქალიშვილი სექსის შემდეგ გაგუდა.

გონსალესმა უარყო მკვლელობასთან კავშირი და პოლიციას განუცხადა, რომ ეს მისი ბიძაშვილი, კელი იყო, რომელმაც მოკლა გოგონა და შემდეგ დაანაწევრა.

კელი, რომელიც ციხიდან ახალი გამოსული იყო,   მკვლელობის დროს მარტენსთან ცხოვრობდა. CNN-ის შვილობილი Koat-ის ინფორმაციით, ორივეს, კელისაც და გონსალესსაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვთ. მარტენსს ბრალი სასამართლომ  გატაცების და ძალადობის შედეგად სიკვდილის გამო წაუყენა. იგივე ბრალდება ელოდება გონსალესს და დამატებით, ბავშვის გაუპატიურება.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,756 ნახვა
%d bloggers like this: