პოსტები სოციალური ქსელიდან

დიდ დიღომში, მოქალაქემ, მეზობლის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა

Nusagi

თბილისში, დიდ დიღომში კოპრუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დიმიტრი ტატიშვილმა საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებმა ცხელ დღეებში გაგრილება შეძლონ.

,,როცა კორპუსს საკუთარი აუზი აქვს და ეზოში ჩასვლასაც სხვა შინაარსი აქვს” –წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ამავე უბანში მცხოვრები ნათია ჩაჩავა და ფოტოები   Facebook-ზე გაავრცელა.

როგორც mshoblebi.ge – სთან საუბარში ბატონი დიმიტრი ტატიშვილი აღნიშნავს, მას ბავშვები ძალიან უყვარს და მიზიანი მხოლოდ მათი გახარება იყო.

“4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები ცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო”.-აცხადებს დიმიტრი ტატიშვილი.

 

 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,907 ნახვა
%d bloggers like this: