სოციალური ქსელები და მედია

Timer- მთავარი პროკურორის პოსტზე წულუკიანის ნათლულის მამა გაჰყავთ

Nusagi

მართალია, ერთ ათეულზე მეტი იურისტი აცხადებს მთავარი პროკურორის ვაკანსიაზე პრეტენზიას, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რომ ამ თანამდებობას იურისტი, ყოფილი ადვოკატი, ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი შალვა თადუმაძე დაიკავებს.

ამის შესახებ სააგენტო „ტაიმერი“ წერს. სააგენტოს ინფორმაციით, შოთაძე „კარგად გადამდგარი“ არც იყო, რომ თადუმაძე უკვე სახელდებოდა მის შემცვლელად. როგორც „ტაიმერი“ აღნიშნავს, თადუმაძე ადვოკატია, ხოლო იმის მიზეზი, რომ პროკურატურა „ჯენტლმენური გარიგების“ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა, სწორედ რომ, „გამთავარპროკურორებული ადვოკატის“, არჩილ კბილაშვილის „დამსახურებაა“.

სააგენტო ვარაუდობს, რომ თადუმაძის, რომელიც ასევე ადვოკატად არის ნამუშევარი, მთავარი კოზირი თეა წულუკიანთან ნათელ-მირონული კავშირია. „ საქმე ისაა, რომ შალვა თადუმაძის შვილის ნათლია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. სწორედ, თეა წულუკიანის დამსახურებაა, თადუმაძე, პოლიტიკური ფიგურა და საშუალო დონის ადვოკატი, რომელსაც ერთი დღეც კი არ ჰქონია პროკურატურასთან შეხება, ხვალ ქვეყნის მთავარ პროკურორად რომ მოგვევლინება.“-წერს „ტაიმერი“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,502 ნახვა
%d bloggers like this: