ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ადგილობრივმა სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა.

ამის შესახებ ინფორმაცია მოკრივის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. სპორტსმენს სხვა ბრალდებებთან ერთად ნარკოტიკებითა და იარაღებით ვაჭრობას და საბუთების გაყალბებას ედავებოდნენ. სასამართლომ ხურციძე უდანაშაულოდ ბრალდების სწორედ ამ ნაწილში ცნო.

„სასამართლომ გარკვეულ საკითხებში გამამართლა. დარჩა ორი ბრალდება – რეკეტი და „გემბლინგი“ (უკანონო აზარტული თამაშები), მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. სავარაუდოდ ერთ წელში გამანთავისუფლებენ.“ – განაცხადა ავთანდილ ხურციძემ.

“მოვიგეთ ის იდიოტობები:ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი , მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები, აპილს დავწერთ და დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო. ეხლა დარჩენილია რას მომისჯიან. ამ ყველაფერს რომ მედავებოდნენ , 3 წელი შემომთავაზეს და არ ავიღე. სასამართლოს რომ წააგებ 2ს გაძლევენ, მე 2 საქმე მოვიგე ანუ შესაძლებელია იგივე 3 წელი მომისაჯონ. 1 უკვე ვზივარ, მინუს კიდევ კარგი ყოფაქცევა , აქაური გამოთვლით ამ სისტემის 10 თვე ერთ წლად ითვლება,იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია. გაქაჩე გამოქაჩე და კიდევ ერთი წელი და ამომარტყამენ ტრ…ში პანღურს და მეტყვიან მოუსვი აქედანო ჰა ჰა ჰა .ეხლა მე განვავითარე ყველაზე ცუდი ვარიანტი… “-წერს ავთანდილ ხურციზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Facebook Comments

ახალი დადებული