ახალი დამატებული

გავრცელებული ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

Nusagi

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს. “ქრონიკის” ინფორმაციით, აჭარის მთავრობაში 12:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა, რომელზეც ზურაბ პატარაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

პრესსამსახურში თემას არ აკონკრეტებენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ პატარაძე მუშაობას შეაჯამებს.

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს  აირჩიეს. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში ყოფნის დროს, პატარაძეს დავალელები მისცა და პრემიერისგან მან შენიშვნაც მიიღო. მამუკა ბატაძემ მაშინ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მოითხოვს გამოსწორებას.

ზურაბ პატარაძის გადადგომის შემთხვევაში, ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც.

1 tv-ს ცნობით, მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასახელოს. წარდგენისთანავე კი, ახალმა თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. საბოლოოდ, აჭარის მთავრობას უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს ნდობა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,332 ნახვა
%d bloggers like this: